понедельник, 8 декабря 2008 г.

ოქრომკედი ანუ აბრეშუმის ან ბამბის ძაფთან შეგრეხილი ოქროს ან ვერცხლის ძაფი


ამ ძაფს ძველთაგანვე ძვირფასი ქსოვილებისა და სამოსელის საქარგავად იყენებდნენ. ადრინდელ ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ტერმინს ,,ოქრონემსულს”(ოქროს ძაფით ნაკერი) მოგვიანებით კი, ,,ოქრომკედით ნაკერი” შეესატყვისება.
ოქრომკედით ქარგვის ძველ ქართულ ტრადიციები (მდიდარი ორნამენტი, მხატვრული სიმბოლიკა, სიუჟეტური კომპოზიცია, შესრულების მანერა) კარგად იყო შემონახული ჳ საქარტველოს ეთნოგრაფიულ ყოფასი. ქარგავდნენ უმთავრესად ხავერდზე, ატლასზე და სხვა ძვირფას ქსოვილებზე.
ოქრომკედით ნაქარგ სახეებსი ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებს და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც.
ოქრომკედით ნაქარგობა ძველთაგანვე საექსპორტო საგანი იყო. XIX საუკუნის დამდეგს ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით, ირანსა და ოსმალეთში გატანილი ქარტული ოქრომკედით ნაქარგობა საუკეთესო ნახელავად ითვლებოდა მთელს აზიაში და ყველაზე ძვირად ფასობდა.
მუზეუმში დაცული ოქრომკედით ნაქარგობის უძველესი ნიმუშები უმთავრესად საეკლესიო სამოსელზეა სემონახული (სამღვდელოების ტანსაცმლის და თავსაბურავის ელემენტები, ქართული წარწერით სემკული შესაწირავი ქსოვილები და სხვა)
ოქრომკედით ნაქარგობის მთავარი მოტივებია უმთავრესად ნაყოფიერებასტან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტი (ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და სხვა)

Комментариев нет: